პარასკევი, 2024-03-29, 2:15 PM
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
უფრო მეტი ვიდრე საიტი!!!
მოგესალმები stumari | RSS
shenge
Photo Flipbook Slideshow Maker
Glitterfy.com - Photo Flipbooks
messi
Photo 
Flipbook Slideshow Maker
Glitterfy. com - Photo Flipbooks
Block title
saati
pppp
200
adjwghdxkj
Block content
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
200

  • 2024-03-29,2:15 PMstumari
    ყვავილები ყველა ქალს უყვარს.იქიდან გამომდინარე რომ, ეს საიტი მოდას ეხება და ბევრი ქალი ან გოგო შემოდის, იმედი მაქვს რომ ამ სტატიას ბევრი ადამიანი წაიკითხავს.გადავწყვიტე რომ შემოგთავაზოთ "ყვავილთა სერია."ანუ, ყოველ კვირა თითოეულ ყვავილზე შემოგთავაზებთ თითო-თითო სტატიას.ჯერ განვიხილოთ ზოგადად ყვავილი, შემდეგ კი საქმეზე გადავიდეთ.

    როგორც ზევით ავღნიშნე, ყვავილები ყველა ქალს უყვარს.დიდი ხნის წინათ, დამკვიდრდა ტრადიცია, ქალისთვის ყვავილის ჩუქებისა.ამ ტრადიციამ მალე საქართველოშიც მოიკიდა ფეხი.ქვეყანაში, სადაც ოდითგან "ნაბრძენებია": "მამაკაცი, საყვარელ ქალს, ყვავილს თუ მიართმევს, პირველ ნახევრად ვერ ივარგებსო, ხოლო "ქალი, რომელიც ზემოთ "ხსენებულ" კაცთაგან სიკვდი­ლის ზღურბლ­ზე შეგდე­ბულ, სულთმობრ­ძავ ყვავი­ლე­ბის შეკვრას სიხარულით მიიღებს და გარდაუ­ვალ სიკვდილ­თან ბრძოლის პრო­ცე­სის გასახანგრძლივებლად წყლიან ლარნაკ­ში "ჩაასვენებს", _ ოჯახს, გვარსა და ქვეყანას დიდ-დედად ვერ გამოადგებაო, რადგან, მსგავსი საქციელი, ნებისმიერი სულიერისთვის, დიდ სიავეს­თან ზია­რე­ბააო".

    "ბაროთ ტებულნი" დღესაც ამაყად მღერიან:

    "მა სი ვარ­დი თი­შენ მერ­ჩი,                                  
    ბაღის ოკო დორგიკონი,                                      
    თინა დღასი ვახომუდუ,                                    
    მა, სი ქოგიორდიკონი".

    "მე შენ ვარდი მიტომ მოგეც,
    ბაღში უნდა დაგერგოო,
    ის არასდროს გახმებოდა,
    მე შენ რომ გყვარებოდიო."

    ახლა კი მთავარ საქმეზე გადავიდეთ.გადავწყვიტე რომ, "ყვავილთა სერია" მათი მეფით დამეწყო.ალბათ ყველა მიხვდებოდით რომ საუბარია ვარდზე.მოდი ამ საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

    ვარდი

    ეს ყვავილი ნამდვილად დამსახურებულად ითვლება ყვავილთა მეფედ.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი ყვავილოვანი კულტურა ვერ დაიკვეხნის ფორმის, ზომისა თუ შეფერილობის ისეთი მრავალფეროვნებით, როგორიც ვარდს აქვს. განუმეორებელი არომატისა და ლამაზი ყვავილის გამო ის კლასიკურ სათაიგულე კულტურად იქცა.ცნობილია ვარდის 400-მდე სახეობა და 25 ათასამდე ჯიში. მრავალი მათგანი მრავალსაუკუნოვანი გადარჩევისა და რთული შეჯვარებების შედეგად არის მიღებული. ვარდი სინათლისა და ტენის მოყვარული და საკმაოდ მომთხოვნია, განსაკუთრებით - ზაფხულში, ხოლო მოსვენების პერიოდში, რომელიც ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, ის მეტისმეტად მგრძნობიარეა ნიადაგის ზედმეტი ტენიანობისადმი. ასე რომ, ვარდი ამ თვალსაზრისით მართლაც დედოფალივით ჭირვეულია.
    ვარდისთვის უფრო სასარგებლო დილისა და დღის პირველი ნახევრის მზეა. ხეებისა და შენობების ჩრდილში ის თითქოს უფრო მაღალი იზრდება, მაგრამ ამავე დროს ნაკლებად ფოთლოვანია და ნაკლებ ინტენსიურადაც ყვავილობს. ასეთი მცენარე ზამთარში შეიძლება დაიღუპოს. თუმცა სამხრეთის ქვეყნებში შუადღის მწველი მზეც შეიძლება მისი დაღუპვის მიზეზად იქცეს. ზოგიერთი ჯიშის, მაგალითად, წითელი ვარდის ყვავილები მისი ზემოქმედებით ადვილად იცვლიან შესახედაობას, ჭუჭყის ფერს იღებენ, იწვებიან. ვინაიდან ვარდი მაინც სითბოს მოყვარული მცენარეა, უმჯობესია, მისთვის შევარჩიოთ სათანადო ადგილი, რომელიც კარგად თბება და დაცულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარისაგან.აამავე დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგის დრენირება. ვარდის ბუჩქი ნორმალურად რომ განვითარდეს, აუცილებელია, დროულად მოიჭრას ფესვთან გაჩენილი ახალი წანაზარდები. ისინი საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და თრგუნავენ მცენარეს.

    როგორ გამოვაზამთროთ დედოფალი
    ცივი, ყინვიანი ზამთრის პირობებში აუცილებელია, ვარდის ყველა ბუჩქს საფარი შევუქმნათ. ეს არ არის რთული - შეიძლება უბრალოდ 20-25 სანტიმეტრი სიმაღლის მიწის გორაკი გავაკეთოთ.ჲუფრო მეტი სიმაღლე არათუ სასარგებლო არ არის, მავნებელიცაა - ის გაართულებს ჰაერის გადაადგილებას ვარდისაკენ. მიწა, რომელსაც ვარდის საფარისათვის გამოვიყენებთ, ბუჩქიდან მოშორებით უნდა ავიღოთ. ამ რეკომენდაციასაც გარკვეული საფუძველი აქვს: თუ მიწას იქვე ამოვთხრით, ვარდის ფესვთა ზედა იარუსი გაშიშვლდება, რაც ზამთარში შეიძლება გაყინვისა და ზრდის შეფერხების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, თუ მიწას იქვე ამოვთხრით, წარმოქმნილ ორმოებში წყალი დაგროვდება, რომელიც შემდეგ შეიძლება გაიყინოს ან გაზაფხულზე ნიადაგის ზედმეტი დატენიანების მიზეზად იქცეს. ბაღის ვარდი, მით უფრო - საქართველოში, იღუპება არა იმდენად ყინვის გამო, რამდენადაც ზედმეტი ტენის ზემოქმედებით,აამიტომ დათბობისთანავე, როცა გარემოს ტემპერატურა -500ჩ-ზე მეტი გახდება და მისი დაქვეითების საშიშროება გაივლის, ყვავილი მიწის საფარისაგან უნდა განთავისუფლდეს. ეს კი უმჯობესია ღრუბლიან ამინდში გავაკეთოთ, რათა სამალავიდან გამოსული ვარდი უეცრად მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდეს.

    როგორ შევქმნათ ლამაზი ბუჩქი
    ყველაფერი ნერგიდან იწყება. ის ისე უნდა ჩავრგოთ, რომ ფესვის გამოსვლის ადგილი ნიადაგიდან 2-3 სანტიმეტრით დაბლა იყოს. ეს იცავს ბუჩქს გამოშრობისაგან მშრალ ამინდში და უზრუნველყოფს, რომ მან უკეთ იხაროს. თავად ბუჩქს ისე კრეჭენ, რომ თითოეულ ტოტზე 3-5 ყლორტი დარჩეს. დარგვის შემდეგ ბუჩქს ორჯერადად რწყავენ, თითო ჯერზე 2 სათლი წყლით. ჩვენი ქვეყნის მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არ არის რეკომენდებული ერთ კვადრატულ მეტრზე 4-5-ზე მეტი ბუჩქის დარგვა. უფრო მჭიდროდ განთავსებისას ისინი ერთმანეთს თრგუნავენ და ბუჩქების ნაწლი მაინც დაიღუპება. დარგვიდან პირველი წლის განმავლობაში ყვავილების მოჭრა არ არის მიზანშეწონილი, კოკრებს ხელით აცილებენ. შედეგად ყალიბდება ძლიერი ბუჩქი, რომლის სიცოცხლის მეორე წლიდან შეიძლება ვარდის დაკრეფა. ყვავილიანი ტოტი იმ სიმაღლეზე უნდა მოიჭრას, რომ 2-3 ყლორტი მაინც შენარჩუნდეს. ბუჩქის სიძლიერეზე შემდგომ წლებშიც უნდა ვიზრუნოთ. ყვავილიანი ტოტების მასიური მოჭრა მცენარეს აუცილებლად დაასუსტებს. დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიწყოს ფესვების კვდომა, რაც ნაწილობრივ ფესვებთან მცენარეების ზრდის შედეგია. ეს რომ არ მოხდეს, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, რეკომენდებულია კვირტების 1/4-ის განადგურება. ხანგრძლივი სიცოცხლისათვის აუცილებელია ყველა მკვდარი და დაზიანებული ღეროს, სუსტი და წვრილი ყლორტების მოჭრა ფესვის ან ჯანმრთელი ღეროს დონემდე. ღეროს ჭრიან მაშინაც, თუ ის მეორე ღეროსთან არის გადაჯვარედინებული. დაუშვებელია, ერთი ღერო მეორეს ეხახუნებოდეს ან ერთ-ერთი მეორეს საყრდენის ფუნქციას ასრულებდეს. ასეთი მოვლისას ვარდის ბუჩქები უკეთ იზამთრებენ, კარგად ყვავილობენ და 12-15 წლის განმავლობაში გვახარებენ ლამაზი ყვავილებით.

    მკურნალი ვარდი

    როგორც უკვე გითხარით ვარდის 400-მდე სახეობა და 25000-მდე ჯიშია გავრცელებული თუმცა აქედან ეთერზეთოვან ზეთს შეიცავენ:დამასკური ვარდი, თეთრი ვარდი, ფრანგული ვარდი, ასფურცელა ვარდი და სხვა ჰიბრიდები.

    ვარდის ყვავილებისა და მისგან მიღებული ეთერზეთოვანი ზეთის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდება.წამლებს უნატებენ გემოს, ხმარობენ ჭრილობების შესახორცებლად.ეთერზეთოვან ზეთს იღებენ ვარდის ყვევილების წყლის ორთქლზე გამოხდით.

    ვარდის ზეთი ძალიან ძნელი მოსაპოვებელია და ძვირადაც ფასობს.30-მდე ყვავილია საჭირო 1 წვეთი ზეთის მისაღებად.ვარდი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით.ის300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შედგენილობაა განსაზღვრული.წითელი ვარდისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის კატარის, კუჭის აშლილობის, ანგინის დროს და ა.შ.ამ წამლის დამზადება ოჯახურ პირობებშიც შეიძლება.

    დღეს ამით დავასრულოთ.იმედია ისიამოვნეთ.მომავალ შეხვედრამდე.
მთავარი » 2011 » ივლისი » 20 » "ყვავილთა სერია"
11:11 PM
"ყვავილთა სერია"

ნანახია: 991 | დაამატა: LEO13MESSI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

| Copyright MyCorp © 2024 | |