სამშაბათი, 2017-09-26, 10:30 AM
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
უფრო მეტი ვიდრე საიტი!!!
მოგესალმები stumari | RSS
shenge
Photo Flipbook Slideshow Maker
Glitterfy.com - Photo Flipbooks
messi
Photo 
Flipbook Slideshow Maker
Glitterfy. com - Photo Flipbooks
Block title
saati
pppp
200
adjwghdxkj
Block content
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
200

  • 2017-09-26,10:30 AMstumari

    მოგესალმებით, ბავშვობიდან მიტაცებს ეგვიპტოლოგია, ძველი ეგვიპტის კულტურა და ისტორია, მსურს მოგითხროთ პირველი პირამიდის შესახებ ….
     
    ფარაონ ჯოსერის სამარადისო განსასვენებელი არის პირველი პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში, ჯოსერი იყო ეგვიპტის ძველი სამოფოს მესამე დინასტიიდან (მესამე დინასტიის მეფობის ხანა მოიცავს ძვ.წ. 2780-2680 წწ), თვითონ ჯოსერის პირამიდა კი აგებუულია დაახლოებით ძვ.წ 2650 წლისათვის. ამ პერიდისათვის ძველი ეგვიპტის ფარაონები თავიანთ განსასვენებლებს ალიზით(გამომწვარი თიხა)  აშენებდნენ, ესენი იყვნენ სწორკუთხედის ფორმის დაბალი შენობები, ე.წ. მასტაბები, რომლის ცენტრშიც მოთავსებულ აკლდამაში განისვენებდა მიცვალებული მუმია, მასტაბებს მომდევნო ეპოქაშიც აშენებდნენ ძველი ეგვიპტის დიდებულები, თუმცა პირამიდები მხოლოდ ფარაონთა წილხვედრი იყო.

    ფარაონმა ჯოსერმა თავისი აკლდამის განთავსება საკარის ზეგანზე მოისურვა, საკარა ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლია, თვითონ სახელი საკარა წარმოდგება ფარაონთა სულისა და განსასვენებლის მფარველი ღმერთი „ფთახა-საქორ-ოზირისი"-სგან, ჯოსერის პირამიდის ხუროთმოძღვარი იმხოტეპი იყო, მშენებლობის პროცესი სავარაუდოდ შემდეგნაირად განვითარდა: თავდაპირველად იმხოტეპმა ააგო დიდი მასტაბა, რომელიც მანამდე აგებული მასტაბების მსაგვსი იყო თუმცა მნიშნელოვანი სხვაობა წარმოადგენდა იმას, რომ მასტაბა ალიზის ნაცვლად ქვით იყო ნაშენი და კვადრატული ფორმა ჰქონდა. ჯოსერის მმართველობის დროს მასტაბა გააფართოვეს, მინაშენი დაბალი გაუკეთეს და წარმოიქმნა ორი საფეხური, შემდეგ იმხოტებმა გეგმა კიდევ შეცვალა და სამარხი დააგრძელა, როგორც ჩანს, ვერც ამან დააკმაყოფილა ჯოსერი, რადგან ხუროთმოძღვარს მეოთხეჯერ გააფართოვებინა შენობა, კიდევ გაფართოებამ კი წარმოქმნა დღევანდელი სახით არსებული პირამიდა, იმხოტეპმა უზარმაზარი ბრტყელი მასტაბის მოედანზე ააგო კიდევ ერთი სერია სამი მასტაბისა, რომელთაგან თითოეული წინაზე პატარა იყო, ასე აღიმართა პირველი საფეხურედი პირამიდა.

    ჯოსერის პირამიდა შეგნითაც რთულადაა ნაგები. თუ მომდევნო  ფარაონების დასაკრძალავი აკლდამები ნაგებობის შუაგულში მდებარეობდა, მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, ჯოსერის პირამიდის ფუნდამენტის შუაგულში კდეში არის გაკეთებული 27 მეტრის სიღრმის ჭა, რომლის ფკერზეც გრანიტით ნაგები აკლდამაა მოთავსებული. ფარაონის დაკრძალვის შემდეგ აკლდამა ასევე გრანიტის დაახლოებით ოთხტონიანი ლოდით დაუხურავთ (ასე იყო დაახლოებით ოთხასი წლის მანძილზე სანამ მძარცველებმა არ გაძარცვეს) ჭა უკავშირდება საიდუმლო გასასვლელებს, რომელიც პირამიდის სიღრმეში ოთხივე მხარეს მიემართება ლაბირინთებად დახლართულ დერეფნებში, დერეფნების მიღმა ურიცხვ ოთახებში ინახებოდა ფარაონთა აურაცხელი სიმდიდრე, ძველეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში ფარაონებს ყველაფერი დასჭირდებოდათ რაც ამქვეყნად გააჩნდათ.

    ცოტა რამ ხუროთმოძღვარზე…

    იმხოტები იყო მშენებლობის უფროსი ჯოსერის კარზე, ამას ადასტურებს არქეონოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი საბეჭდავი ქვა, სადაც იკითხება, რომ იგი იყო მშენებლობის უფროსი, ფარაონის პირველი „წათი" (ვეზირი) და უმაღლესი ქურუმი. იმხოტები ამავე დროს იმ დროისთვის დიდი ექიმი და ასტრონომიც ყოფილა, სიკვდილის შემდეგ ხალხმა გააღმერთა და პატივს სცემდნენ როგორც „ფთახას" შვილს. როცა ბერძნები ძველ ეგვიპტეს გაეცნენ და კერძოდ იმხოტების მოღვაწეობას, იგი მკურნალობის ღმერთ ესკულაპესთან გააიგივეს და პატივს სცემდნენ, როგორც ბერძნული პანთეონის ღვთაებას.

    ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და, როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი, 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი.

    ავტორი:LEO13MESSI

მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » პირველი პირამიდა
12:08 PM
პირველი პირამიდა

ნანახია: 718 | დაამატა: LEO13MESSI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

| Copyright MyCorp © 2017 | |