სამშაბათი, 2024-04-23, 11:15 AM
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
უფრო მეტი ვიდრე საიტი!!!
მოგესალმები stumari | RSS
shenge
Photo Flipbook Slideshow Maker
Glitterfy.com - Photo Flipbooks
messi
Photo 
Flipbook Slideshow Maker
Glitterfy. com - Photo Flipbooks
Block title
saati
pppp
200
adjwghdxkj
Block content
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
200

  • 2024-04-23,11:15 AMstumari

    ეს ბრიტანელი გოგონა ჯერ სულ რაღაც 11 წლისაა, მაგრამ მისი ინტელექტუალური კოეფიციენტი ბევრ გენიოსისაზე მაღალია.

    მართალია, ვიქტორია კოვი ამტკიცებს, რომ ის ერთი ჩვეულებრივი გოგონაა და სხვებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ტესტებმა სხვა რამე აჩვენა – ერთ-ერთ საკითხში ის მკვეთრად განსხვავდება თანატოლებისგან. ჩატარებულ IQ ტესტში ვიქტორიამ დააგროვა 162 ქულა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

    მაგალითები შედარებისთვის:

  • ნაპოლეონი – 145 ქულა
  • ზიგმუნდ ფროიდი – 156 ქულა
  • ალბერტ აინშტაინი – 160 ქულა
  • სტივენ ჰოკინგი – 160 ქულა
  • ბილ გეიტსი – 160 ქულა
  • გოგონამ ტესტი "Mensa International”-ში გაიარა. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში საშუალო IQ არის 100, ხოლო 148-ზე მაღალი მხოლოდ 2%-ს აქვს. ვიქტორია კი ამ მაჩვენებლით მოხვდა ბრიტანეთის მოსახლეობის ყველაზე ჭკვიან 1%-ში.

    შედეგებით გოგონაც გაოცებული იყო, ერთგვარად შეეშინდა კიდეც, როცა უთხრეს, რომ მისი IQ გენიოსებზე მაღალი იყო, 2 ქულით მეტი, ვიდრე ფარდობითობის თეორიის ავტორისა. თუმცა ცხადია, შეგრძნება, რომ ჭკვიანია, დადებით ემოციებს აძლევს.

    ვიქტორიას განსაკუთრებით უყვარს თავსატეხები, მეცნიერება და ექსპერიმენტები. მომავალშიც აპირებს მეცნიერებას გაჰყვეს და ცხოველებისადმი სიყვარულის გამო ბიოლოგი გახდეს.

    მისი მშობლები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ ქლევერლიში. ყოველთვის იცოდნენ, რომ ნიჭიერი შვილი ჰყავდათ, მაგრამ გენიოსის დონეს თუ აცდებოდა, არ ელოდნენ.

    დედის თქმით, წერა-კითხვა საკმაოდ მალე დაიწყო და სკოლამდელ პერიოდში გონებრივად თავისზე ორჯერ უფროსი ბავშვების მონაცემები ჰქონდა. ამის შედეგად სკოლაში უამრავი პრიზი აქვს აღებული. ყოველთვის იღებს უმაღლეს ქულებს და აღფრთოვანებაში მოჰყავს მასწავლებლები.

    მიუხედავად ამისა, ვიქტორია მშობლებისთვის მაინც ჩვეულებრივი ბავშვია. ბავშვი, რომელსაც უყვარს გართობა, თამაში, ცეკვა, სიმღერა. არ ჰგავს "წიგნის ჭიებს”, რომლებსაც მუდამ წიგნებში აქვთ თავი ჩარგული. უკრავს ფორტეპიანოზე, ვიოლონჩელზე და საქსოფონზე.

    თუმცა მშობლებისთვისაც უცნობია, რატომ აქვს ასეთი მაღალი მაჩვენებელი. მათი აზრით, ის უბრალოდ "ასეთად დაიბადა”. დედაც და მამაც ჭკვიანი და განათლებული ადამიანები არიან, მაგრამ შვილივით მაღალი IQ არ აქვთ.

    ვიქტორია უკვე გაწევრიანდა Mensa-ს კლუბში, სადაც მხოლოდ მაღალი IQ-ს მქონეები არიან. მას 4 სხვადასხვა პრესტიჟული სასწავლებლიდან მოუვიდა შეთავაზება სწავლის გაგრძელების შესახებ.

    ავტორი: LEO13MESSI

მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » აინშტაინსა და ჰოკინგზე უფრო ჭკვიანი ბავშვი
12:18 PM
აინშტაინსა და ჰოკინგზე უფრო ჭკვიანი ბავშვი

    ნანახია: 657 | დაამატა: LEO13MESSI | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]

    | Copyright MyCorp © 2024 | |